პოლიტიკური კრიზისი

ბობოხიძე შეხვედრებზე: კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ წნეხი ძლიერდება

კაკო ბობოხიძე
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე 11 აპრილს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებთან გამართულ შეხვედრებს ეხმაურება. 

"კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ წნეხი ძლიერდება. კარგია, რომ ინტერესი იზრდება. [...] იმედი მაქვს, ოპოზიცია შეძლებს ჩვენი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ორი პუნქტი არის გარდაუვალად შესათანხმებელი. ესენია პოლიტიკური პატიმრები და რიგგარეშე არჩევნები". – თქვა ბობოხიძე.  

აკაკი ბობოხიძის აზრით, შარლ მიშელის დატოვებული ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების ყველა სხვა პუნქტი სწორედ ამ ორ ამოცანას - პოლიტპატიმრების განთავისუფლებასა და ყველა მომავალი არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარებას ემსახურება.

"ცალკე აღებული ეს პუნქტები კრიზისის განმუხტვის საშუალება ვერ იქნება". – ამბობს ბობოხიძე.

11 აპრილს ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შემდეგ კი პარტია ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს შეხვდნენ. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

18 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

კომენტარები