თავდასხმა ფორმულას თანამშრომლებზე

ფორმულა: ჩვენს თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს

ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა კრიტიკულ მედიაში მუშაობას უკავშირდება. 

ტელეკომპანიის ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას და დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

25 თებერვალს თავს დაესხნენ ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.  

კომენტარები