პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: მხოლოდ გონივრულ კომპრომისს დავეთანხმებით, თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ

მე, როგორც მოქალაქეს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ევროპულ საქართველოს და ჩვენს პარტნიორებს დემოკრატიულ ოპიზიციაში გვაქვს ამოცანა, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივაღწიოთ შეთანხმებას , ვიყოთ ერთდროულად მოქნილები და კომპრომისისთვის მზაობაში მყოფი, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპულები იმ საკითხზე, რაც მიგვაჩნია აუცილებლად კრიზისის გადასალახად - პრეზიდენტი მიშელის მიერ ჩამოთვლილ ყველა საკითხზე უნდა იყოს გონივრული შეთანხმება და წინსვლა. პრეზიდენტ მიშელს ჩვენ მივეცით თანხმობა მედიაციაზე და მთავრობამაც, ფორმალურად მაინც, თანხმობა მისცა. საკითხებს შორის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმრების საკითხი - მელიას და რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა, არის საარჩევნო ადმინისტრაციის წესებისა და რეგულაციების არსებითად შეცვლა და საკვანძო საკითხი არის მისვლა ნორმალურ ვადამდელ არჩევნებამდე. 

თუ ვინმე თვლის, რომ ნებისმიერ შეთანხმებას დაეთანხმება ევროპული საქართველო, ეს ასე არ არის. ჩვენ დავეთანხმებით იმას, რაც მიგვაჩნია გონივრულ კომპრომისად იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ.

კომენტარები