9 აპრილის ტრაგედია

ბოკერია: 9 აპრილს საზოგადოებამ მყარად დააფიქსირა – არ შევეგუებით, ვიყოთ რუსეთის კონტროლქვეშ

დღეს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე არის. ეს დღე მომავალშიც დარჩება ჩვენს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან თარიღად. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ტრაგიკული დღეა, იმიტომ, რომ ამ დღეს ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის მანქანამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ამავე დროს, არის ქართული საზოგადოების გამარჯვების დღეც - ამ ტრაგედიის ფონზე ეს არის დღე, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მყარად დააფიქსირა საკუთარი თავისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ვიყოთ ამ ბოროტების იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან მისი მემკვიდრის, რუსეთის კონტროლის ქვეშ. არასოდეს არ ვიტყვით უარს ჩვენს თავისუფლებაზე, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენს პერსონალურ თავისუფლებაზე, როგორც თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეების. 

ამ ტრაგედიის ფონზეც კი,ეს  არის ჩვენი საზოგადოების გამარჯვების დღე. როცა ამ ბოტორების იმპერიის, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, პუტინის რუსეთი არის მთავარი საფრთხე ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი მორალური ვალია, გავუფრთხილდეთ მსხვერპლის ხსოვნას, რომელიც ამ დღეს ჩვენს თავისუფლებას შეეწირა. პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ იმით, რომ აღარასოდეს დავუშვათ, ჩვენი თავისუფლება გარედან ვინმემ წაგვართვას და ქვეყნის შიგნით ამ საფრთხის წინააღმდეგ, ჩვენი თავისუფლების დასაცავად ერთიანნი ვიყოთ

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. ევროპული საქართველოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.

კომენტარები