9 აპრილის ტრაგედია

უცხო ძალები მოქმედებენ იგივე მეთოდებით, როგორც მოქმედებდა საბჭოთა "კაგებე" – კობახიძე

კადრი ვიდეოდან / ტვ იმედი

ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, 36 წლის წინ, 9 აპრილს "მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა".

"უცხო ძალები მოქმედებენ იგივე მეთოდებით, როგორც მოქმედებდა საბჭოთა "კაგებე" - ვგულისხმობ "დიფსთეითს". ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ "დიფ სთეითი" მოქმედებს ევროკავშირისა და აშშ-ს ინსტიტუტების გამოყენებით. მადლობა ღმერთს ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება არის შეცვლილი, მაგრამ დღემდე ბრიუსელის დემოკრატია გამოიყენება იმისთვის რომ საქართველოში დათესონ სიძულვილი.

[...] მე აქცენტი მქონდა პარალელზე - 36 წლის წინაც მოქმედებდა გარე ძალა, სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს, ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, იმიტომ, რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს "დიპ სტეიტი", ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე 36 წლის წინ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა კაგებე. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა კაგებეს მეთოდებით მოქმედებს "დიპ სტეიტი", რაც ყველაზე დასანანია, ამაში ის იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, ეს უნდა დასრულდეს ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოლიტიკა მომავალშიც". - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ კომენტარი სამების საკათედრო ტაძრიდან გააკეთა.

ქართული ოცნების წევრები 9 აპრილის მემორიალის ნაცვლად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები