9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა!
9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა!
მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა!
არა რუსულ ომს! არა რუსულ ძალადობას!
იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა!
დიდება გმირებს!
პ.ს. სირცხვილი თქვენ - საქართველოს ე.წ. მთავრობა - : რუსები იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა "უცხო ძალა" და ამის თქმასაც ვერ ბედავთ!
9 აპრილის ტრაგედია
ზურაბიშვილი: 9 აპრილი სასტიკი დარბევის დღეა, რუსები იყვნენ ის ჯარისკაცები, არა "უცხო ძალა"





