ჭყონდიდის ეპარქია

საპატრიარქო: მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება სრულად კანონიერია და მხარდაჭერილი

მთავარი არხი

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება სრულად კანონიერი და მხარდაჭერილია საპატრიარქოს მიერ. 

"პირველ რიგში, უნდა ითქვას ძალიან მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად, რომ მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და ყველა მოქმედება, რაც ეპარქიაში მან განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი და არის ლეგიტიმური. აბსოლუტურად კანონიერია, ამიტომ გაგრძელდება მხარდაჭერა ყველა იმ ზომებისა, რაც მეუფე სტეფანემ მიიღო. 

მეორე საკითხი რაც არის, ეს არის გარკვეული დესტრუქცია, რომელიც ჩვენ, რომ მეუფე სტეფანეს მიერ მივლენილი მოძღვარი არ შეუშვეს ტაძარში - ეს შეფასებულია, როგორც ამბოხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მღვდელმთავრების სახელით სასულიერო პირებს, მათ, ვინც მეუფე სტეფანესგან მიიღეს სხვადასხვა ეპიტიმია, მიიღონ ეს, დაემორჩილონ მას და შეასრულონ ყველა ის მითითება, რომელიც ევალება სასულიერო პირს". - ამბობს ჯაღმაიძე

რაც შეეხება აპელაციას, ჯაღმაიძე ამბობს, რომ სინოდი მას მიიღებს და განიხილავს. მისივე თქმით, სასულიერო პირები გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ, მანამდე კი ვალდებულები არიან, მეუფე სტეფანეს მითითებებს, განკარგულებებს და კურთხევებს დაემორჩილონ. 


ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე  ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს  დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს.  მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები