მეგი ბაქრაძის საქმე

რატიანი: ჭეშმარიტი სიცრუეა, რომ თითქოს მეგი ბაქრაძე გარდაცვლილი მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში

ამ მტკივნეულ და სენსიტიურ თემაზე არ ვაპირებდი არანაირი განცხადების გაკეთებას, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს სიმართლე. ის, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს არანაირ ჭეშმარიტებას, რომ თითქოს ქალბატონი მეგი ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს, სამწუხაროდ, მიცვალებული. ეს წარმოადგენს სიცრუეს, ჭეშმარიტ სიცრუეს...

... შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰერმოდინამიკა იყო მკვეთრად არასტაბილური, ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰერმოდინამიკას. შემოყვანიდან რამდენიმე წუთში გავსინჯეთ პაციენტი მე და ქალბატონმა ქეთიმ, დაფიქსირდა, რომ პაციენტთან იყო ჰერმოდინამიკის მკვეთრი მოშლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი. სიკვდილი დგება, როდესაც გული ჩერდება, ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, იყო არტერიული წნევა მეგადოზებით, ანუ იმ პრეპარატებით, რომელიც იძლევიან წნევის აწევას.  

შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, შეუქცევადი, სამწუხაროდ, ეს გამოწვეული იყო ე.წ პოსტრეანიმაციული დაავადებით... ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი...

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი 28 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე.

კომენტარები