კორონავირუსი საქართველოში

ღარიბაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და მკაცრი შეზღუდვები

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება - ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომელზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, მანამ ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. 

კომენტარები