ვაქცინაცია

გაბუნია: კარგი იქნებოდა, დღეში 3000-4000 ადამიანი აიცრას

ჩვენი პროგრამა აწყობილია ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფების დაცვაზე, პირველ რიგში, ჯერ პროგრამა მაინც განვითარების ადრეულ ეტაპზეა და გარკვეული პერიოდი მას სჭირდება, რომ შევიდეს აქტიური გავრცელების ფაზაში. 

[...] თუ დღეს 1000-1200 ადამიანი იცრება, კარგი იქნებოდა, 3000-4000 აიცრას და ამისკენ მივდივართ, რომ ყოველდღიური მოცვის მაჩვენებელი ასეთი გვქონდეს. ჯგუფების გაფართოებაზე მიდის მუშაობა, რომ უკვე მეტად აქტიურად ჩაერთონ პირები, ვისაც აქვს გარკვეული ქრონიკული დაავადებები, ისევე, როგორც ეს გეგმით არის განსაზღვრული და ასევე, სხვა ძირითადი სერვისების და სტრატეგიული სერვისების წარმომადგენლები, საუბარია პედაგოგებზე, პოლიცია და ჯარი უკვე ჩართულია პროგრამაში, ჯერ, მართალია, სათადარიგო ნაწილში, მაგრამ მათაც ვთავაზობთ აცრებს, ამდენად, ეს პროცესი გაფართოვდება.

ცუდია ის, რომ რეგიონებში აქტივობა არის დაბალი თბილისთან შედარებით. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი შედარებით უფრო აქტიურია, რეგიონებში აქტივობა არის დაბალი. საინფორმაციო კამპანიის ამ მხრივ გააქტიურება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ და მაღალი რისკის ჯგუფებზე ფოკუსირება. ამ ეტაპზე, საშუალებას მოგვცემს, შედეგი მივიღოთ მეტი...

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები