კორონავირუსი და შეზღუდვები

ფერაძე: ბოლო დღეებში 25-მდე ღამის კლუბი დავაჯარიმეთ, 300-400 ადამიანი იყო არც ისე დიდ ფართში

ძირითადად ეს [დიდი თავშეყრები] კვლავ უკავშირდება ისეთ ღონისძიებებს, როგორიც არის ე.წ ღამის კლუბები, რომელიც განსაკუთრებით დედაქალაქში, ისევე როგორც აჭარის რეგიონში, საკმაოდ აქტიური გახდა. ჩვენ ბოლო დღეებში 25-მდე მსგავსი ტიპის ობიექტი დავაჯარიმეთ, ღამის კლუბის, ელექტრონული მუსიკის გამართვისთვის, სადაც დაახლოებით 300-400 ადამიანი იყო ერთ, არცთუ მოცულობით ფართში განთავსებული და ეპიდემიოლოგიურად იყო არასახარბიელო მდგომარეობა.

ასევე მსხვილი რესტორნები, შედარებით დიდი, აქ ვხვდებით ისეთ დარღვევებს, როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, საზოგადოებაში ნებისმიერი სხვა ტიპის დამკვიდრებული ღონისძიება, რომელიც ყოველდღიურად, შენიღბულად თუ ხილულად, მიუხედავად აკრძალვებისა, მაინც ხორციელდება. ეს ეპიდემიოლოგიურად არის მიუღებელი და მეტი სოციალური პასუხისმგებლობა მართებს თითოეულ მათგანს...

შრომის ინსპექციის უფროსი ბექა ფერაძე რუსთავი 2-ში.

კომენტარები