კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ვირუსის კონტროლის ყველაზე ეფექტური გზა კომენდანტის საათია, ამიტომ ძალაში დარჩება

ყველაზე ეფექტური რაც ჩვენ გვაძლევს ეპიდემიის მეტნაკლებად კონტროლის საშუალებას, ეს არის ღამით მოძრაობის შეზღუდვა, ეს არის ძალაში და ეს უნდა დარჩეს, თუმცა იმ დარღვევებს, რასაც ავლენს ჩვენი შრომის ინსპექტირების სამსახური, ღამე თავშეყრას და სოციალურ აქტივობებს აუცილებელია ეს აღიკვეთოს, არაფრით არ შეიძლება ამის დაშვება. შემდეგი ეფექტური საშუალება არის, რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული მოდიფიცირება და მგზავრთა ნაკადის კონტროლი. 

რაც შეეხება სოფლად, ადგილზე მოსახლეობის აქტიური ტესტირება არის ვირუსის კონტროლის საუკეთესო გზა. 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

კომენტარები