კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: პრემიერი არ იყო პრიორიტეტულ ჯგუფში, მხოლოდ პრომოციისთვის აცრა საჭიროდ არ ჩავთვალეთ

ჩვენი აცრების გეგმა მიყვება ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას, ასაკობრივი ჯგუფების და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული. პრემიერმინიტრი ამ შემთხვევაში არ მიეკუთვნებოდა იმ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრული არის პრიორიტეტული ვაქცინაცია, მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად.

იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ასი ცნობადი სახის აცრამ, და არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია, ქვეყანა მაინც ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის და მხოლოდ განსაკუთრებულად მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე კითხვაზე, რატომ არ არის აცრილი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომენტარები