დაასრულე კომENDანტი

"დასაჯარიმებელი ყველა დაჯარიმდება" – ბათუმში პოლიცია სირცხვილიას აქტივისტებს აჯარიმებს

სირცხვილია

ბათუმში დაწესებული შეზღუდვების დაუმორჩილებლობის აქციაზე, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებულია, პოლიცია აქტივისტებს აჯარიმებს. როგორც ბათუმის პოლიციის უფროსმა, დავით მაღრაძემ თქვა, ღამის განმავლობაში ეტაპობრივად ხდებოდა მონაწილეების იდენტიფიცირება. 

"მოხდა იდენტიფიცირება აღნიშნული პიროვნების და გატარდა შესაბამისი ზომები. ყველაზე გატარდება ზომები, ყველაზე გატარდება ზომები და იდენტიფიცირების შემდეგ დასაჯარიმებელი ყველა დაჯარიმდება.

ეტაპობრივად ხდებოდა იდენტიფიცირება და ახლაც გრძელდება, ვინც არის დასაჯარიმებელი, ყველა დაჯარიმდება. ვინც დაარღვია და დაჯარიმებული არ არის, ყველა დაჯარიმდება". – თქვა დავით მაღრაძემ.

მოძრაობა სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის თქმით, "როგორც ეს კომენდანტი არ არის კონსტიტუციური, ისე ეს ჯარიმები არ არის კონსტიტუციური"

ტაბულა დაჯარიმებულთა რაოდენობის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. 

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას  წევრები ბათუმში მსვლელობას მართავენ კომენდანტის საათს კიდევ არღვევენ. 

3 აპრილს ბათუმში თბილისის აქციის პარალელურად დაწესებული შეზღუდვების დაუმორჩილებლობის აქცია იმართებოდა, რა დროსაც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში პოლიცია შეიჭრასირცხვილიას ცნობით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

4 აპრილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ქართული ოცნების მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 3 აპრილს კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის აქციას, მმართველი პარტიის ლიდერის, გია ვოლსკისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მისი გამოსახულებით სტიკერების გაკვრას აპროტესტებედნენ.

კომენტარები