დაასრულე კომENDანტი

სირცხვილია ბათუმში მსვლელობას მართავს და კომენდანტის საათს აპროტესტებს

სირცხვილია

სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას  წევრები ბათუმში მსვლელობას მართავენ კომენდანტის საათს კიდევ არღვევენ. 

"კომენდანტის საათი არაკონსტიტუციური, ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი". – ამ და მსგავსი შინაარსის პლაკატებით და შეძახილებით აქტივისტები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მიდიან. 

3 აპრილს ბათუმში თბილისის აქციის პარალელურად დაწესებული შეზღუდვების დაუმორჩილებლობის აქცია იმართებოდა, რა დროსაც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში პოლიცია შეიჭრასირცხვილიას ცნობით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

4 აპრილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ქართული ოცნების მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 3 აპრილს კომენდანტის საათის დაუმორჩილებლობის აქციას, მმართველი პარტიის ლიდერის, გია ვოლსკისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მისი გამოსახულებით სტიკერების გაკვრას აპროტესტებედნენ.

კომენტარები