ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ახლა დღეში 3 000 უნდა ავცრათ, მაისში – 4 000, ივნის-ივლისში – 10 000-მდე

კმაყოფილი ვერ ვიქნებით იმით, რომ სულ, ამ დროისთვის, ქვეყანაში 12 800 ადამიანია აცრილი. ექიმები, მედპერსონალი, ყველა, ვინც ვაქცინაციის პროცესშია ჩართული, ვერ იქნება კმაყოფილი. ჩვენ რომ დღეს ყოველდღიურად 3 000 ადამიანს ვცრიდეთ, ცოტა კმაყოფილი ვიქნებოდი. მერე ვიტყვი, რომ მაისში ეს რიცხვი უნდა ავიდეს 4 000-4 500-ზე, მერე, ივნისში – 5 000-6 000-ზე და სადღაც ივლისში უნდა ავიდეთ 8 000-10 000-ზე. მაშინ გეტყვით, რომ კმაყოფილი ვარ და გავდივართ იმ სამიზნე მაჩვენებელზე, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 60%...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, კომენტარი ტვ პირველის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კომენტარები