IRI-ს კვლევა

ჩერგოლეიშვილი: IRI-ის კვლევის მიხედვით, ვადამდელ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს

26 პროცენტია ბოიკოტის მხარდაჭერა და გახარიას მხარდაჭერაა მაღალიო – ბაბლში პანიკის ნიშნებია.

ბოიკოტი არის რადიკალური ზომა. მე, მაგალითად, არ შევდივარ ბოიკოტის მომხრეებში – ამას ვამბობ პირველი დღიდან. თუმცა, ამ ვითარებაში, არჩევნებზე კომპრომისის გარეშე, პარლამენტში შესვლას დანაშაულად მივიჩნევ.

26 პროცენტიანი მხარდაჭერა როცა აქვს რადიკალურ ზომას, ეს ძალიან ყურადსაღებია.

ამავე კვლევით, 35 პროცენტი ძალაუფლებას უზურპირებულად, თავს კი თამაშგარე მიიჩნევს.

ეს ბევრად საშიში რიცხვია.

ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის მესამედს დემოკრატიული პროცესის ნდობა არ აქვს და ან გამოეთიშება, ან სხვა გზით შეეცდება შეცვლას.

იმისთვის, რომ უარესი თავიდან ავიცილოთ და ეს ხალხი პროცესში დაბრუნდეს, აუცილებელია ვადამდელი არჩევნები.

ვადამდელ არჩევნებს 45 პროცენტი უჭერს მხარს.

ახლა გახარია:

ნუ დაგავიწყდებათ, რომ მანამდე იმავე ადგილს დავით ბაქრაძე იკავებდა.

კეთილგანწყობა პოლიტიკოსისთვის კარგია, მაგრამ ელექტორალურად ეს თითქმის არაფერს ნიშნავს.

თუმცა, ოპოზიციისთვის ეს კეთილგანწყობა საგულისხმო უნდა იყოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა თუ კოორდინირებულად არ იარეს, ივანიშვილისგან ვადამდელზე სერიოზული კომპრომისი არ მიიღეს და ისე შევიდა პარლამენტში ნაწილი მაინც – 35 პროცენტის მნიშვნელოვანი ნაწილის გაუცხოებას გამოიწვევს და ივანიშვილს დარჩება შანსი, თავად ჩანიშნოს ვადამდელი და გახარიასგანაც სარგებელი ნახოს, როცა ოპოზიციური ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი დემოტივირებულია.

მოკლედ, ამ კვლევას თუ რამე უნდა ეთქვა სწორად მკითხველისთვის, პირველ რიგში ის, რომ ვადამდელ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს, თუ უარესი არ გვინდა.

ტაბულას დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი IRI-ს კვლევის შედეგებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.

 

კომენტარები