IRI-ს კვლევა

IRI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს 67% უჭერს, NATO-ში - 59%

დღეს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 59% მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, 8% მკაცრად ეწინააღმდეგება. 

მათგან ვინც, ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 23% ამის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს, 20% - თავდაცვას, 13% - ეკონომიკის გაძლიერებას, 11% - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 8% - სტაბილურობას, 4% - სამხედრო მხარდაჭერას, 3% - უკეთეს მომავალს, 2% კი დემოკრატიის განმტკიცებას და სხვა მიზეზებს ასახელებს, 11%-მა არ იცის ან არ პასუხობს. 

რაც შეეხება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, ამას სრულად მხარს მოსახლეობის 67% უჭერს მხარს, ნაწილობრივ კი - 16%. 4% ამბობს, რომ ნატო-ში გაწევრიანების აბსოლუტური წინააღმდეგია, ხოლო 5% ნაწილობრივ. 

მათგან, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას უჭერს მხარს, ამის მთავარ მიზეზად 43% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 8% - სამუშაო ადგილების შექმნას, 7% - უვიზო მიმოსვლას, 5% - თავდაცვას, 4% - განათლებას, 4% - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, 4% - უკეთეს მომავალს, 2% - სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას და სხვა მიზეზებს ასახელებს, 13%-მა არ იცის ან არ პასუხობს. 

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

კომენტარები