IRI-ის კვლევა

IRI: 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, 65%-ს გახარია, 54%-ს კალაძე

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 89%-ისთვის ყველაზე მოსაწონი ფიგურა პატრიარქი ილია მეორეა. პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 65%-ისთვის ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაა.

  • კახა კალაძე – 54%
  • დავით ბაქრაძე – 52%
  • ნიკა მელია – 42%
  • ბიძინა ივანიშვილი – 40%
  • გიორგი ვაშაძე – 39%
  • დავით უსუფაშვილი – 36%
  • არჩილ თალაკვაძე – 33%
  • ირაკლი კობახიძე – 33%
  • სალომე ზურაბიშვილი – 31%
  • გიგი უგულავა – 29%
  • შალვა ნათელაშვილი – 27%
  • მამუკა ხაზარაძე – 26%
  • ალეკო ელისაშვილი – 26%
  • ლევან ხაბეიშვილი – 24%
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21%
  • ირმა ინაშვილი – 21%
  • ნინო ბურჯანაძე – 20%
  • ბადრი ჯაფარიძე – 17%

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

კომენტარები