IRI-ს კვლევა

IRI: 88%-ის აზრით, საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

დღეს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 88% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, 7%-ის აზრით – აზერბაიჯანი. 

სხვა ქვეყნების შესახებ მონაცემები შემდეგია:

  • თურქეთი - 7%
  • აშშ - 5%
  • ირანი - 4%
  • სომხეთი - 3%
  • ჩინეთი - 2%
  • უკრაინა - 1%-ზე ნაკლები
  • ევროკავშირი - 1%-ზე ნაკლები
  • არცერთი - 1%-ზე ნაკლები
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

კომენტარები