IRI-ს კვლევა

IRI: 69% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი აშშ-ა

დღეს, 5 აპრილს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 69% თვლის, რომ  საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია, 54%-ის აზრით – ევროკავშირი. 

სხვა ქვეყნების შესახებ მონაცემები შემდეგია: 

  • უკრაინა - 23%
  • აზერბაიჯანი - 17%
  • თურქეთი - 13%
  • სომხეთი - 11%
  • რუსეთი 9%
  • ჩინეთი - 4%
  • ირანი - 3%
  • არცერთი - 1%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

    კომენტარები