IRI-ს კვლევა

IRI: პარტიებს ნაწილობრივ ენდობა 53%, სრულად ენდობა – 5%, საერთოდ არ ენდობა – 10%

adf.org.au

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობის 53% ნაწილობრივ ენდობა, 27% ნაწილობრივ არ ენდობა, სრულად ენდობა 5%, ხოლო სრულად არ ენდობა 10%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 4%-ს.

პოლიტიკური პარტიების მიმართ ნაწილობრივი ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 57% , მოსახლეობის 50 წელს გადაცილებულთა კატეგორიაში დაფიქსირდა, ხოლო ნაწილობრივი უნდობლობისა - 32% და სრული უნდობლობის - 11%,  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18 წლიდან 29 წლამდე კატეგორიაშია.

ამასთან ერთად, სასოფლო დასახლებებში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნაწილობრივი ნდობისა (61%) და სრულად ნდობის (7%) ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა, ხოლო თბილისში ნაწილობრივი უნდობლობისა (37%) და სრული უნდობლობის (18%).

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

კომენტარები