ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება.  ჯერჯერობით უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე. 

მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მოსამართლე ვალდებულია, 2 თვეში ერთხელ იმსჯელოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და ეს 17 აპრილამდე უნდა მოხდეს. 

"ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ მოვითხოვთ, ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს აღნიშნულ სასამართლოს". – ამბობს ადვოკატი ფორმულასთან


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს.

კომენტარები