კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სოფელ რიონში მისი ნათესავი ძმები სანადირო თოფით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,1992 წელს დაბადებული ღ.მ, რომელსაც ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობა ედება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს - 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები