2021 წელს გარდაცვლილები

გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია ნიუ ჰოსპიტალის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

დოჩანაშვილის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა და ამის გამო ის ნიუ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო გადაყვანილი.

გურამ დოჩანაშვილმა თავისი პირველი წიგნი მთის გადაღმა 1966 წელს გამოსცა. მას შემდეგ, ის ავტორი გახდა ისეთი ცნობილი წიგნების, როგორებიც არის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, სამოსელი პირველი და ა.შ.

კომენტარები