დაძაბულობა აღმოსავლეთ უკრაინაში

რუსული სამხედრო ტექნიკა უკრაინის საზღვრებთან – ფოტოები

ჯავშანტექნიკით დატვირთული ეშელონი, ყირიმი, 2021 წლის 30 მარტი
ფოტო აღებულია სოციალური ქსელი Twitter-იდან

ბოლო კვირაში ვრცელდება ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც კარგად ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები. 

კოლონები შენიშნეს როგორც სეპარატისტულ ყირიმსა და დონბასის რეგიონებში, ასევე რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-ბელარუსის საზღვართანაც.

ბოლო ხანებში უკრაინასა და რუსეთის საზღვარზე მზარდი დაძაბული სიტუაციაა.

არაერთხელ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები.

გთავაზობთ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც ბოლო ხანებში სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა და ასახულია უკრაინის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკა.

დაძაბული სიტუაციის ფონზე, 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენმა  უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. 

"პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე". - წერია განცხადებაში

ბაიდენმა ხაზი გაუსვა ადმინისტრაციის მზაობას, გამოაცოცხლოს მათი სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ზელენსკის გეგმის მხარდასაჭერად კორუფციის დაძლევისა და რეფორმების  განსახორციელებლად, რომელიც ეფუძნება მათ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც "უზრუნველყოფს სამართლიანობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას უკრაინელი ხალხისთვის".

"პრეზიდენტმა ბაიდენმა დამარწმუნა, რომ უკრაინა არასდროს დარჩება მარტო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ". – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთებულ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები