აღდგენის დინამიკა

პირველი ლოქდაუნიდან 1 წლის თავზე – რა სექტორებში შეინიშნება აღდგენა

Georgian Travel Guide

TBC Capital-ი ყოველკვირეულ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის დინამიკაა განხილული.

უძრავი ქონების ბაზარი ნაწილობრივ აღდგა 

ანგარიშის მიხედვით, 1-28 მარტის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.8%-ით შემცირდა. მეორე მხრივ, ამავე პერიოდში, წინა წელთან შედარებით, 8%-მდე გაიზარდა თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა.

შესამჩნევად გაუმჯობესდა ხარჯვა ფიტნესსა და გართობაზე

თიბისი კაპიტალის კვლევით, ტანსაცმელზე უნაღდოდ გაწეული დანახარჯები, 23-29 მარტის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა, ფიტნესზე გაწეული ხარჯები კი – 36%-ით. კვლავ ნეგატიურია გართობაზე გაწეული ხარჯების ცვლილება – მარტის ბოლო კვირაში, წლიურ ჭრილში, მაჩვენებელი 61%-ითაა შემცირებული, თუმცა, ეს ბევრად უფრო პოზიტიური ცვლილებაა, ვიდრე მარტის პირველ კვირაში ფიქსირდებოდა. 

იზრდება ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯები

დოკუმენტის მიხედვით, ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი, წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და, 23-29 მარტის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა. ამავე პერიოდში, 51%-ითაა გაზრდილი უნაღდო დანახარჯები სამედიცინო აღჭურვილობაზე.

რესტორნებსა და კაფეებში ხარჯვა ისევ შეზღუდულია 

რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯების ცვლილებამ, 23-29 მარტის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, -47% შეადგინა, ხოლო სასტუმროებში – -61%. მაჩვენებელი გაუარესებულია თებერვლის ბოლოსა და მარტის პირველ კვირასთან შედარებით. 

შეჯამება

უნაღდო ხარჯვის დინამიკა, 29 მარტის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასე გამოიყურება:

TBC Capital

 

კომენტარები