კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 529 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 24 646 ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 24 646 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 529 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 326 პაციენტი.   

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.8 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.73%.

ინფიცირების 529 ახალი შემთხვევიდან თბილისში 281 გამოვლინდა, აჭარაში - 45, იმერეთში - 34, ქვემო ქართლში - 21, შიდა ქართლში - 30, გურიაში - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 78, კახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 5, სამცხე-ჯავახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 035, საიდანაც 1 756 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 232 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 3 047 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 338 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პაციენტი. 

2 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 282 789 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 273 930 გამოჯანმრთელდა, 3 798 კი გარდაიცვალა.


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

კომენტარები