კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაგონებს შემოდგომისას, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად

არავის არ ვაშინებთ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაგონებს, იმას რაც გვქონდა სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია და ამ რეკომენდაციების აღსრულებაზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლი. სხვა ვერაფერი ვერ დაგვიცავს ჩვენ, რომ ქვეყანაში არ განვითარდეს მესამე ტალღა, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და გთხოვთ უმორჩილესად. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 

კომენტარები