კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: კორონავირუსის ბრიტანული შტამის 72 შემთხვევა გვაქვს

საქართველოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის 72 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ Facebook Live-ში NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თქვა.

"გარკვეული ნაწილი კლასტერებია, ერთი საკმაოდ დიდი, 19-ადამიანი კლასტერი. დანარჩენი, საბედნიეროდ, არც სამხრეთაფრიკული შტამი გვაქვს ქვეყანაში, არც ბრაზილიური. მეთვალყურეობა ამაზე მუდმივად გრძელდება, ახლაც მიდის გარკვეული საეჭვო შემთხვევების კვლევა.

ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ფართო ცირკულაცია არ მიუღია ბრიტანულ შტამს, თუმცა, იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ის უკვე ფართოდ გავრცელდა, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, დაცვა არის ისევ და ისევ ერთი - პირბადე და დისტანცია" - თქვა იმნაძემ.

კომენტარები