კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 499 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 28 712 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების  499 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 437 პირი. ჩატარდა 28 712 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.64 %.

ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან თბილისში 264 გამოვლინდა, აჭარაში - 33, იმერეთში - 65, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 23, გურიაში - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 45, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც 1 685 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 265 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 2 895 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 325 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პაციენტი. 

1-ელი აპრილის დილის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 282 260 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  გამოჯანმრთელდა 273 604 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა -  3 785 ადამიანი. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ. 

15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ასევე, აღდგა სასკოლო წრეების ფუნქციონირება, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა და პროფესიულმა ანსამბლებმა კი რეპეტიციები და ვარჯიში განაახლეს.

კომენტარები