კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: სიტუაცია მეორდება, სხვის შეცდომებზე კი არა, საკუთარზეც ვერ ვსწავლობთ

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ მესამე კვირაა, ჩვენ ვართ მატებაში. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ეს მატება არ არის ძალიან დრამატული, მაგრამ წინა კვირაში გქვონდა დაახლოებით იგივე სიტუაცია, როგორიც გვქონდა სექტემბრის ბოლო კვირაში, ოქტომბრის დასაწყისში. ყველას კარგად გვახსოვს, ერთ თვეში რომ გაოთხმაგდა მერე შემთხვევები და ორ თვეში რა დაემართა ქვეყანას.

ეს არის ის სინამდვილე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სიტუაცია მეორდება, სამწუხაროდ, ჩვენ არათუ სხვის შეცდომებზე, საკუთარ შეცვდომებზეც ვერ ვსწავლობთ. ვხედავთ, რომ ადამიანები პირბადეს აღარ ატარებენ, დისტანციას არ იცავენ, წამოვიდა ისევ ქეიფები, პურ-მარილები, ჭირის სუფრები, ლხინის სუფრები, დაბადების დღეების აღნიშვნა... ერთ-ერთ რაიონში ჭირის სუფრა იყო 300-კაციანი და ამას მოჰყვა იმ რაიონში დიდი აფეთქება უკვე, აღარ ვიცით უბრალოდ, მეტი რა უნდა ვუთხრათ ადამიანებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები