Covid-19-ის წარმოშობა

ჯანმო და 14 ქვეყანა ჩინეთს COVID-19-ის წარმომავლობის ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

Time Magazine

30 მარტს COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული ჯანმოს მიერ შედგენილი კვლევა გამოქვეყნდა, მაგრამ ნაშრომმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისგან კრიტიკული შეფასებები მიიღო, რადგან ის ბევრად უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო. კვლევა გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკეს. 

14 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში გამოთქმული იყო წუხილი მეცნიერთა ჯგუფისთვის ორიგინალ ინფორმაციასთან და საკვლევ ობიექტებთან შეზღუდული წვდომის გამო. ამ 14 ქვეყანაში შედის: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლიტვა, ლატვია, ნორვეგია და სლოვენია. ქვეყნები დამოუკიდებელი და გამჭვირვალე კვლევის ჩატარებას ითხოვენ.

იგივე წუხილი გამოთქვა ევროკავშირმაც. 

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ საკვლევ მასალასთან ჩინეთის მხრიდან შეზღუდული წვდომა ჰქონდათ. COVID-19-ის წარმომავლობის კვლევის მიხედვით, იმის შანსი, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ნაკლებ სავარაუდოა. 

ჯანმოს მიერ შედგენილ უხანში გაგზავნილ მკვლევართა ჯგუფს საკვლევ სისხლის ნიმუშებსა და სხვა მასალას ჩინეთის მთავრობა შერჩევითი პრინციპით აწვდიდა. 

2021 წლის თებერვალში ამავე ჯგუფის დასკვნით, ითქვა, რომ COVID-19 2019 წლის დეკემბერში, ქალაქ უხანში უკვე ფართოდ იყო გავრცელებული.

COVID-19-ის წარმომავლობასთან დაკავშირებული კვლევა გრძელდება. 

კომენტარები