ვაქცინაცია

ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის, დაკარგულია ვაქცინის 3%-მდე დოზა, ესაა 181 დოზა

არის მრავალი მოსაზრება, თუ ვაქცინის რამდენი დოზის დაკარგვა ხდება. ამ ეტაპისთვის დაკარგულია მხოლოდ 3%-მდე დოზა, ესაა 181 დოზა და შემდგომში, მინიმუმამდე რომ იყოს დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, პოლიციის და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგი დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას. 5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება. პოლიცია ჩაერთვება, როგორც აცრის ჯგუფი და ისინი მიიღებენ იმ სათადარიგო დოზებს, რომლის დაკარგვის რისკი შეიძლება დადგეს...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები