აშშ-ს სტრატეგიული მართვის ცენტრი

აშშ-ს სტრატეგიული მართვის ცენტრის TWITTER-ზე ბავშვმა გაურკვეველი პოსტი დაწერა

DailyDot

აშშ-ს სტრატეგიული მართვის ცენტრის ოფიციალურ Twitter-ზე მცირეწლოვანმა ბავშვმა გაურკვეველი პოსტი დაწერა. სოციალური მედიის მომხმარებლების ნაწილმა ჩათვალა, რომ ანგარიში ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. ცენტრი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ნაწილია და სხვადასხვა თავდაცვით მექანიზმზე, მათ შორის სტრატეგიულ შეკავებაზე, სარაკეტო თავდაცვაზე, კონტრდაზვერვაზე, კომუნიკაციებზეა პასუხისმგებელი. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, პოსტი ";l;;gmlxzssaw", ანგარიშის სოცმედია მენეჯერის მცირეწლოვანმა შვილმა დაწერა. მენეჯერი სახლიდან მუშაობდა. პოსტი რამდენიმე წუთში წაშალეს.

ცენტრის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტი BBC/Twitter

"ცენტრის Twitter-ის მენეჯერმა წუთიერად დატოვა ანგარიში გახსნილი და ყურადღების გარეშე... რითიც ისარგებლა მისმა მცირეწლოვანმა შვილმა და კლავიატურით თამაში დაიწყო, სამწუხაროდ, გაუაზრებლად პოსტი დაწერა". – განმარტა უწყებამ.

ცენტრის წარმომადგენელმა ასევე დაადასტურა, რომ Twitter-ის ანგარიში ჰაკერული თავდასხმის სამიზნე არ გამხდარა.

კომენტარები