პოლიტიკური კრიზისი

სამნიძე: მედიატორი მაქსიმალურ რესურსს დებს, რომ შევთანხმდეთ, იმედია, შევძლებთ

ამ პროცესში მონაწილეობს უშუალოდ ევროკავშირი, აშშ. ყოველდღიურ რეჟიმში მხარს უჭერს ამ პროცესს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძლოთ შეთანხმება, აქ შეუძლებელი იქნებოდა მედიატორის ჩართულობის გარეშე. როგორც ვხედავთ, მედიატორი მაქსიმალურ ძალისხმევას და რესურსს დებს იმაში, რომ ჩვენ შევძლოთ და შევთანხმდეთ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. 

კომპრომისზე როცა ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი ძალიან რთულია, ჩვენ არ ვიცით დღეს, რა დევს მაგიდაზე, არავინ ვიცით ეს. ჩვენ ვიცით, მოლაპარაკებების რაუნდების პროცესში ვინ რაზე იყო წამსვლელი, სად იყო კომპრომისის შესაძლებლობა და სად არა, ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს, როგორც მან თქვა, სადაც არცერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას, რასაც ითხოვდა, ორივე მხარე მოუწევს რომ კომპრომისს დათანხმდეს, თუ ისინი წინ აყენებ ქვეყნის ინტერესებს. ეს იყო ბატონ დანიელსონის განცხადებაში...

ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე. 

კომენტარები