თამარ მეარაყიშვილი

"ჯანდაცვიდან საჯარო ინფორმაციას ვითხოვ, რაში იხარჯება ფული" – მეარაყიშვილი შიმშილობს

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი ჟურნალისტი და აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი უკვე მეორე დღეა, შიმშილობს. 

მეარაყიშვილი ითხოვს საჯარო ინფორმაციას, თუ რას ხმარდება საქართველოს მთავრობისგან მიღებული თანხა, რომელიც შ.პ.ს. "ახალგორის საავადმყოფო" ს ანგარიშზე ირიცხება. 

მეარაყიშვილი Facebook-ზე წერს, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს დახმარება არ მიუღიათ. 

"რატომ მაინტერესებს?- მე იმ რამდენიმე ადამიანს შორის ვარ, ვინც აქ ცხოვრობს და არ აქვს დევნილის დახმარება- არც კოტეჯი მიმიღია, არც ფილადი კომპენსაცია და არც სოციალური დახმარება მაქვს. სწორედ მე და იმ რამდენიმესთვის უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტის თანხა, რომელიც თითქოს ახალგორის საავადმყოფოს მუშაობას უწყობს ხელს. სამწუხაროდ, არანაირ დახმარებას არ ვიღებ- ექიმს ფულს ვუხდი, წამალს თავად ვყიდულობ... რაც უფასოდ მიმიღია- ცხინვალი აფინანსებს. რაში იხარჯება ბიუჯეტის თანხა- ამის გარკვევას ვცდილობ. შიმშილობამდე გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია და არ მომცეს.

რა გამოდის? აქ უნდა ვიცხოვრო, გავიარო ის სირთულეები რაც აქ ცხოვრებას ახლავს, მუდმივი სტრესი, უიმედობა, შიშში ცხოვრება იმისთვის, რომ როგორც ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ვარსებობდე, რათა თბილისმა გაამართლოს ანგარიშებში თანხის გამოყოფა?

ვერც შემაშინებთ- 2017 წელს ყველა ვინც აღნიშნული საკითხით დაინტერესდა, ახალგორის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს და უფროსის დამცინავი მიმართვების მოსმენა მოუწიათ მის კაბინეტში, სადაც საწოლი ოთახი ჰქონდა მოწყობილი.

ვერ მომისყიდით

ვერ გამაჩუმებთ". – წერს მეარაყიშვილი. 

კომენტარები