თამარ მეარაყიშვილი

მეარაყიშვილი: ჩვენამდეც მოაღწევს Covid-19, თუ გსურთ, ანტისეპტიკური საშუალებები გამოგვიგზავნეთ

თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი ჟურნალისტი და აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი დაახლოებით 3 წელია, შინაპატიმრობაში ამყოფებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს სთხოვს, ახალგორში პირბადეები და ანტისეპტიკური საშუალებები გააგზავნონ.

"ჩემო მეგობრებო, ჩვენთანაც ჩამოაღწევს COVID 19 და თუ გაქვთ სურვილი სამედიცინო პირბადეები ან ანტისეპტიკური საშუალებები გამოაგზავნოთ ჩვენკენ, მომწერეთ პირადში. აქ არ იყიდება", - წერს მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილის საქმეზე წაიკითხეთ აქ.

ოკუპირებული ახალგორი 7 თებერვლიდან კვლავ ჩაიკეტა. პენსიონერები დაბას სულ მცირე მომდევნო 2 თვე ვერ დატოვებენ.

თითქმის 5-თვიანი იზოლაციის შემდეგ ოკუპირებული ახალგორი მხოლოდ პენსიონერებისთვის 10 დღით 24 იანვარს გაიხსნა.

14 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში acovid-19 154 180 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5 798, გამოჯანმრთელდა - 74 261

კომენტარები