კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება

სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ჰქონდა  საკმაოდ კარგი დინამიკა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ აქ გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. განსაკუთრებით დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა, 673 ახალი შემთხვევა, ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. დღიური დადებითობის მაჩვენებელიც გაიზარდა 2.19%-მდე... რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი, ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირა გამოჩნდა ნიშნები და ტენდენცია გაუარესების. ბოლოს 600-ზე მეტი დღიური ახალი შემთხვევები ჩვენ გვქონდა თებერვლის პირველ კვირაში, აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა. ქვეყანაში იზრდება აქტიურ შემთხვევათა რიცხვი, თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების  673  ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.69 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.60 %.

კომენტარები