ვაქცინაცია

ტიკარაძე: ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ აიცრან

ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქებიისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას. მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან. დამატებითი სქემა, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით იქნება იგივე, რაც ჩვენ საქართველოს მოქალაქებიისთვის გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე. ექიმი და ის რისკ-ჯგუფი, რომელიც განსაზღვრული არის კოვიდვაქცინაციის საბჭოს მხრიდან, მათი ვაქცინაციაც წარიმართება იგივე სქემით. უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე და სურვილის შემთხვევაში, ისინი გაივლიან რეგისტრაციას და შესაბამისად, ჩაიტარებენ ვაქცინაციას.

ჩვენ ვიცით, დაახლოებით, იმ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, შესაბამისად ჩვენ მათთვის გვაქვს გამოყოფილი საჭირო დოზა - დაახლოებით 500 დოზამდე იქნება სამედიცინო პერსონალისთვის, ხოლო ასევე პენსიონრების კუთხითაც მეტად უფრო მკაფიო არის ხედვა და მათთან მიმართებაში საბჭოს აქვს ხედვა რა დოზების მარაგი იქნება გამოყოფილი, თუმცა, რადგან ჩვენ არ გვაქვს მათი რეგისტრაციის ვალდებულება ჩადებული ამ პროცედურაში და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქებიის ვაქცინაციას, ამ დოზების შეზღუდვას არ მივმართავთ...

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები