პოლიტიკური კრიზისი

სამნიძე: დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა

იმდენად მაღალ რანგშია აყვანილი ეს მოლაპარაკებები, იმდენად დიდია ჩართულობა, იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, რომ დარწმუნებული ვარ, მივალთ შეთანხმებამდე, ეს იქნება რთული გზა, შეთანხმება არ იქნება ადვილი, რადგან კომპრომისი ყოველთვის ნიშნავს, რომ არც ერთი მხარე არაა ისე კმაყოფილი, როგორც გვინდა, რომ ვიყოთ.

ეს არის მოლოდინი, მაგრამ კმაყოფილი ვიქნებით იმით და ჩვენი საზოგადოება პირველ რიგში, რომ ამ ორივე ძალიან დაპირისპირებულმა მხარემ შეძლო შეთანხმება და ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც ეს ქვეყანა კიდევ ერთ მტკიცე ნაბიჯს გადადგამს წინ...

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები