მეგი ბაქრაძის საქმე

რატიანი: მეგი ბაქრაძეს შემოყვანისას PCR ტესტი ჩაუტარდა, მას Covid 19 არ ჰქონია

ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულისცემა, იყო არტერიული წნევა შენარჩუნებული მეგადოზებით, ანუ იმ პრეპარატებით, რომელიც იძლევიან წნევის აწევას.  მდგომარეობა იყო კრიტიკული, შეუქცევადი, სამწუხაროდ, ეს გამოწვეული იყო ე.წ პოსტრეანიმაციული დაავადებით... ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

ჩვენს კლინიკაში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით არც ერთ კვლევაში ანემია არ დასტურდება, მას ჩაუტარდა PCR ტესტი კორონავირუსზე, ტესტი იყო ნეგატიური...

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი 28 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაზე.

კომენტარები