როცა საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ეს არის სინამდვილის გამრუდება ან მცდელობა სხვადასხვა თვალსაზრისით.
პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის გასული პოლიტიკიდან, შესაბამისად, ეს არის სპეკულაციური განცხადება, როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ უნდა შემობრუნდეს პოლიტიკაში და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, არ არის სწორი ასეთი განცხადებები.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რა არის - ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შექმნა დანაშაულებრივი, კრიმინალური სისტემა, რომელმაც იმსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბიზნესი, ღირსება, რომელმაც დაგვაკარგვინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% და მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაულებრივი სისტემა აღკვეთა ჩვენს ქვეყანაში და მოაშორა საქართველოს. როდესაც ერთი და იგივე ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს, ეს არის სპეკულაცია და შეურაცხყოფა...





