პოლიტიკური კრიზისი

კუბილიუსი: უფრო ეფექტიანი იქნება თუ სააკაშვილი და ივანიშვილი ღიად იტყვიან თავიანთ ხედვებს

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არის "პოლიტიკური ხელმძღვანელობის კრიზისი". მან TV ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, რომ ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  რეალური ლიდერები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან. მისი აზრით, უკეთესი იქნება, კრისტიან დანიელსონი მათ ელაპარაკოს და არა ამ პარტიების "ფორმალურ ლიდერებს".

"ისინი [მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი] გახლავთ რეალური ლიდერები ორივე პოლიტიკური პარტიის. სამწუხაროდ,  ფორმალურ ლიდერებს, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებაში, არ ესმით პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს. გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კვლავ ლიდერები არიან მათი პოლიტიკური პარტიების, აიღებენ პასუხისმგებლობა და მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ, არიან თუ არა მზად კომპრომისისთვის და პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ეს გაცილებით უფრო ეფექტიანი გზა იქნება წინსვლისთვის.

ვინც არის ფორმალურად ლიდერი, კომპრომისს ვერ პოულობენ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის გავლენა არსებობს.  მე ვერ გავაკრიტიკებ ყოფილ ლიდერებს, მათ აქვთ უფლება, გააჩნდეთ გავლენა, მაგრამ ან გახსნილად უნდა ჩაერთონ მოლაპარაკებაში, ან, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას დიალოგში, ნათლად უნდა განაცხადონ, რა ხედვები გააჩნიათ კრიზისის მოგვარებაში. უნდა განაცხადონ, რომ ვისაც პასუხისმგებლობა გააჩნია, იპოვონ გადაწყვეტილება" - ამბობს ევროპარლამენტარი (TV ფორმულას სინქრონული თარგმანით).

კომენტარები