ქართული ოცნება

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება, რომლის ფუნქციაც საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია იქნება. ამის შესახებ მდინარაძემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, პირველი საკითხი იყო ახალი მდივანი, ახალი მდივნის თანამდებობა, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ და შემდეგ უმრავლესობამ ეს მოიწონა და დაამტკიცა. მინდა გაცნობოთ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია". -  თქვა მდინარაძემ. 

კომენტარები