კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 171 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 14 298 ტესტი

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების  171 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 382 პირი. ჩატარდა 14 298  ტესტი.

 დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.2 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.66 %,  ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.6 %.

ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 84, იმერეთში – 22, ქვემო ქართლში – 15, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

29 მარტის დილის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 280 472 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან  გამოჯანმრთელდა 272 601 პაციენტი. გარდაიცვალა 3 765  ადამიანი. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ. 

15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ასევე, აღდგა სასკოლო წრეების ფუნქციონირება, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა და პროფესიულ ანსამბლებმა კი რეპეტიციები და ვარჯიში განაახლეს.

კომენტარები