საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 415 პირი. ჩატარდა 25 934 ტესტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.68 %.
ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 39, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
28 მარტის დილის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 280 301 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 272 219 პაციენტი. გარდაიცვალა 3 751 ადამიანი.
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე.
27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.
1 მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება, განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები – სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.
8 მარტიდან, მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება. ასევე, გაიხსნა საბაგიროები სამთო კურორტებზე, ხოლო სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ.
15 მარტიდან სპორტულმა დარბაზებმა მუშაობა განაახლეს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა. ასევე, აღდგა სასკოლო წრეების ფუნქციონირება, თეატრებმა, სპორტულმა კლუბებმა და პროფესიულ ანსამბლებმა კი რეპეტიციები და ვარჯიში განაახლეს.





