ქართული ოცნება

წულუკიანი: არ მესმის, პოლიტიკაში დაბრუნება გახარიასთვის კარგი რატომ არის

დღესაც ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო ჩემთვის მიუღებელი. წასვლა ამ ფორმით, იმ დროს,  გუნდისთვის დამაზიანებელი, მაგრამ მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის.

მისთვის ეს რამდენად კარგია, მე კითხვის ნიშანი მაქვს - რატომ არის ეს მისთვის კარგი? მაგრამ ეს კითხვა ვერ დავუსვი ვერასდროს, არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რატომ არის მისთვის კარგი, არ მესმის. იმედია, მან იცის, რას აკეთებს, ის მაღალპროფესიონალი ადამიანია, თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე და როგოც ჩანს, გამოვა, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. გარკვეული ბენეფიტიც ექნება სხვა ოპოზიციასთან განსხვავებით, რადგან გუნდს იცნობს ძალიან კარგად

ულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რადიო იმედის ეთერში, გიორგი გახარიაზე.

კომენტარები