ქართული ოცნება

წულუკიანი: გახარიას წასვლისას პირდაპირ ვუთხარი – ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა

მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი. მე პირადადაც ვუთხარი პირდაპირ - ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა.

ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო.

თან, მე მაშინ ავად გახლდით და ეს ყველაფერი ტელევიზიით მოვისმინე და მას მე ეს გავუზიარე. დღესაც ვამბობ, რომ მისი წასვლა იყო ჩემთვის მიუღებელი. წასვლა ამ ფორმით, იმ დროს,  გუნდისთვის დამაზიანებელი, მაგრამ მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი რადიო იმედის ეთერში.

კომენტარები