პოლიტიკური კრიზისი

ბუაძე ღარიბაშვილზე: მორალურად და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანი, მარგინალი თავად არის

ნორმალურ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი თითს კი არ უნდა გვიქნევდეს, უნდა დადიოდეს პროკურატურაში და პასუხს უნდა სცემდეს იმ ძალიან ბევრ შეკითხვას, რომელიც დაკავშირებულია 15 წლის ბავშვებზე ძალადობაში მის მონაწილეობაზე. ეს არის მორალურად და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანი, რომელიც აგრძელებს ოპოზიციასთან ამ ტონალობაში საუბარს და ეს ტონალობა პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს და თუ ვინმე არის დღეს მარგინალი და თუ ვინმეს მიმართ არსებობს კითხვის ნიშანი, ეს არის თავად ღარიბაშვილი. ამიტომაც, ამ მოწოდებებს თავი დაანებოს.

ლელოს წევრი, საბა ბუაძე მთავარის ეთერში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეხმიანება.  ღარიბაშვილის აზრით, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებზე მათი მხარდამჭერებიც აღარ დადიან. ამის არგუმენტად კი პრემიერი ოპოზიციის მიერ, 15 მაისს დაანონსებულ აქციას ასახელებს.

კომენტარები